იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი
იმერმედი

კლინიკა „იმერმედის“ პედიატრიული ცენტრის ხელმძღვანელის ექიმ-პედიატრის თათია სალდაძის განცხადება

პედიატრი – ექიმი, რომელიც თვალყურს ადევნებს ბავშვის ზრდა-განვითარებას, მის ფიზიკურ და ფსიქო-ემოციონალურ კეთილდღეობას დაბადებიდან გვიანი მოზარდობის ასაკამდე მთლიანობაში და არა მხოლოდ მაშინ, როცა პატარა ავადაა.

სწორედ პედიატრი ურჩევს მშობლებს როგორ კვებონ სწორად, რა დამატებითი საკვები მისცენ და რომელ ასაკში, როგორ განახორციელონ ჰიგიენური მოვლა, ბანაობა, სეირნობა, როგორ შეურჩიონ ფეხსაცმელი, სათამაშო. პედიატრი აფასებს დროულად დაიწყო თუ არა თქვენმა პატარამ საუბარი, არის თუ არა დრო დაჯდეს, გადადგას პირველი ნაბიჯები. პედიატრი წყვეტს რუტინულად რა ანალიზები სჭირდება პატარას, რომელმა სპეციალისტებმა უნდა ნახონ, როდის გაიკეთონ პროფილაქტიკური აცრები.

თუ თქვენი პატარა ავადაა, პირველ რიგში სწორედ პედიატრს უკავშირდებით, ის კი მოგისმენთ და გადაწყვეტს როგორ მოიქცეს, სჭირდება თუ არა დამატებითი კვლევები, ვიწრო სპეციალისტების ჩართვა თუ სა

ჭიროა საავადმყოფოში მკურნალობა.

ერთი სიტყვით – სანამ თქვენი შვილი იზრდება, პედიატრი ყოველთვის თქვენს გვერდით არის.

ჩვენი პედიატრები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში გაგიწევენ სამედიცინო დახმარებას, არიან არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ აქვთ ღრმა ცოდნა ბავშვთა ფსიქოლოგიის სფეროში და შეძლებენ იპოვნონ სწორი მიდგომა ნებისმიერი ასაკის ბავშვის მიმართ.

კლინიკა ,,იმერმედში’’ პაციენტთა მიღება ტარდება მყუდრო, თანამედროვედ აღჭურვილ კაბინეტებში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხდება ამბულატორიული, გადაუდებელი და სტაციონარული მომსახურების გაწევა. კეთილგანწყობილ და სტუმართმოყვარე პერსონალით, სასიამოვნო და მშვიდი ატმოსფეროთი თქვენ და თქვენი პატარა კმაყოფილები დარჩებით. დეტალური ინფორმაციისთვის ან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე +995598244400 ან დაგვიტოვეთ შეტყობინება ვებგვერდზე.

ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს პატარას