კლინიკა „იმერმედის“ პედიატრიული ცენტრის ხელმძღვანელის ექიმ-პედიატრის თათია სალდაძის განცხადება

პედიატრი – ექიმი, რომელიც თვალყურს ადევნებს ბავშვის ზრდა-განვითარებას, მის ფიზიკურ და ფსიქო-ემოციონალურ კეთილდღეობას დაბადებიდან გვიანი მოზარდობის ასაკამდე მთლიანობაში და არა მხოლოდ მაშინ, როცა პატარა ავადაა. სწორედ პედიატრი ურჩევს მშობლებს როგორ კვებონ სწორად, რა დამატებითი საკვები მისცენ და რომელ ასაკში, როგორ განახორციელონ ჰიგიენური მოვლა, ბანაობა, სეირნობა, როგორ შეურჩიონ ფეხსაცმელი, სათამაშო. პედიატრი აფასებს დროულად დაიწყო თუ არა […]