იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი
იმერმედი

შაკიკის მოკლე მიმოხილვა

შაკიკის მოკლე მიმოხილვა

განმარტება : პირველადი თავის ტკივილი, რომელიც მეორდება და თან ახლავს სხვა, ძირითადად შემაწუხებელი ჩივილები

ასაკი: პირველადი გამოვლინება 15 – 25 წლები, იშვიათად 40 წლის შემდეგ.

გენეტიკა ხშირად გვაქვს ოჯახური ანამნეზი, ხოლო ჰემიპლეგიით მიმდინარე შაკიკის დროს 19 და 1 ქრომოსომის მუტაციები

შაკიკი არ არის სისხლძარღვების შევიწროვება/გაფართოებით გამოწვეული მარტივი დაავადება !

გამომწვევი ფაქტორები

სტრესის და დასვენება/მოდუნების სწრაფი ცვლილება

დარღვეული ძილ-ღვიძილის რითმი

საკვები/სასმელი: წითელი ღვინო, ყველი, კოფეინის დეპრივაცია

ხმაური, წნევის ცვლილება

უკვე არსებული მიგრეინის დროს შეტევის გამოწვევა ან დაავადების გაუარესება შეიძლება მოხდეს ტრავმების ან ინვაზიური ჩარევების დროს

ჰორმონალური ფონის ცვლილება , მენსტრუაცია, ჰორმონალური თერაპია

კლინიკა და დიაგნოსტიკა (დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკურად, არ საჭიროებს სადიაგნოსტიკო კვლევებს!)

თავის ტკივილის ხანგრძლივობა 4 – 72 საათი. თუ თავისტკივილი გრძელდება 72 საათზე მეტხანს : გვაქვს მიგრეინის სტატუსი.

შაკიკის შეტევის მკურნალობა:

ზოგადი მიდგომა: გამომწვევი მიზეზის მოშორება, ფიზიკური დასვენება, დაძინება.

არ დაგვავიწყდეს თავისტკივილის დროს დიაგნოსზს აზუსტებს და მკურნალობას ნიშნავს ნევროლოგი !

 

 

,,იმერმედი” გისურვებთ ჯანმრთელობას.