იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი
იმერმედი

ექიმი რენტგენოლოგი

ირაკლი ავაზაშვილი

დაბადების წელი: – 1958

განათლება: – უმაღლესი

პოსტდიპლომური დახელოვნება: – 1985 თბილისი, რენტგენოლოგია; 1986 ყაზანი, რენტგენოლოგია; 1989 მინსკი, რენტგენოლოგია; 1989 მოსკოვი, რენტგენოლოგია; 1990 მოსკოვი, რენტგენოლოგია.

უცხო ენები: – რუსული (თავისუფლად); ფრანგული, ინგლისური (ლექსიკონის დახმარებით)

სამედიცინო ხარისხი: – მედიცინის დოქტორი

სამუშაო ადგილი: – სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

თანამდებობა : – ექიმი რენტგენოლოგი. სრული პროფესორი – რეზიდენტურის ხელმძღვანელი “რადიოლოგიაში”.

პროფესიული საქმიანობა (ეტაპების და წლების მიხედვით)

1981-85 რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მედსანნაწილი-თერაპევტი

1985-88 თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რენტგენოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1988-91 კათედრის ასისტენტი; 1991-92 კათედრის დოცენტი; 1992-96 კათედრის გამგე; 1996-98 კათედრის პროფესორი;

1998-2006 კათედრის დოცენტი; 2006 ასოცირებული პროფესორი; 2013 – დღემდე სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა.

ვიწრო სპეციალიზაცია: – რადიოლოგია – რენტგენოლოგია.

რა საკითხზე გაქვთ დაცული დისერტაციები:

საკანდიდატო: “არსპეციფიური წყლულოვანი კოლიტის დიაგნოსტიკის რენტგენომეტრიული ასპექტები”.

პროფესიული საზოგადოების წევრობა (ასოციაცია): საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი. ჟურნალ “რადიოლოგიის მაცნე” – ის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

პედაგოგიური გამოცდილება: – 27 წლის პედაგოგიური სტაჟი

სამეცნიერო ნაშრომები: 25 სამეცნიერო სტატია, ერთი გამოგონება, ორი რაციონალიზატორული წინადადება, ერთი სტუდენტებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო