,,იმერმედი“ – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი)-ში ფუნქციონირებს ბაქტერიოლოგიური განყოფილება.
ბაქტეროლოგიური ტესტები გამოიყენება კონკრეტული ბაქტერიების დეტექციისათვის ამა თუ იმ საკვლევ მასალაში (ორგანიზმის სითხეები, ქსოვილები, ნაცხები, შარდი, განავალი და ა.შ) და ბაქტერიული დაავადებების დიაგნოსტიკისათვის. აღნიშნული კვლევები სწავლობს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ ადამიანის მნიშვნელოვან ინფექციებს, მათ შორის უჯრედშიდა და უჯრედგარე ბაქტერიულ პათოგენებს. გარდა ამისა, კვლევები მოიცავს კონკრეტული ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების გამოვლენას ანტიბიოტიკოგრამით. ანტიბიოტიკოგრამა იქმნება საჭიროებისამებრ, ბაქტერიების და ლაბორატორიული გამოკვლევის შემდეგ.
კლინიკის ცენტრალურ ლაბორატორიაში წარმოებს პაციენტებისათვის საჭირო კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, სეროლოგიური, ბაქტეროლოგიური, მიკრობიოლოგიური და მოლეკულური ლაბორატორიული კვლევები.
ლაბორატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ნორა მეცხვარიშვილი, დღის ლაბორანტი/უფროსი მედდა: სოფიკო ნებიერიძე, დღის ექიმი ლაბორანტი: ზარნაძე მადონა, ლაბორატორიული სამსახურის მორიგე ლაბორანტები: კახაძე მანანა, ყვავაძე ანა, მაკარიძე ელისო.
ასევე ფუნქციონირებს კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია, ბიოქიმიური ლაბორატორია, იმუნოლოგიური და სეროლოგიური ლაბორატოირა, მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, მოლეკულური ლაბორატორია, რომელთაც ხელმძღვანელობს: ნორა მეცხვარიშვილი, დეპარტამენტში მორიგეობას ასრულებენ: მორიგე ექიმ ლაბორანტები ბზიკაძე მაია, გუბელაძე მზია, ქავთარაძე ხათუნა, მეცხვარიშვილი ნორა.
ლაბორატორია აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ასევე მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო დონის სერთიფიკატი.
ლაბორატორია სტაციონარს ემსახურება 24 საათის განმავლობაში, ხოლო ამბულატორიული მიღება ხდება 10 საათიდან 6 საათამდე, განყოფილება განთავსებულია პირველ სართულზე.
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურება ხორციელდება პროგრამის მოსარგეებლეების შესაბამისი სტატუსიდან გამომდინარე თანაგადახდის წილობრივი მონაწილეობით.
„იმერმედი“ გისურვებთ ჯანმრთელობას.
| მომსახურეობის დასახელება | ღირებულება ლარი |
|---|---|
| ნახველის ბაქტერიული გამოკვლევა | 35 |
| ღრუებიდან აღებული სითხეების ბაქტეროლოგიურიგამოკვლევა | 35 |
| თვალის ნაცხი | 35 |
| განავლის გამოკვლევა ნაწლავის ინფექციაზე | 35 |
| საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა მგრძნობელობით | 35 |
| ყურის ნაცხი | 35 |
| ხახის ნაცხი | 35 |
| ცხვირის ნაცხი | 35 |
| ჩირქი(სხვადასხვა ადგილიდან აღებული ნაცხი) | 35 |
| პირის ღრუს და ღრძილების ნაცხის გამოკვლევა | 35 |
| შარდის ბაქტეროლოგიური გამოკვლევა | 35 |
| სისხლის სტერილობა | 40 |
| სისხლის კულტივაცია | 40 |
ლაბორატორია
| მომსახურეობის დასახელება | ღირებულება ლარი |
|---|---|
| სისხლის საერთო ანალიზი | 15 |
| შარდის საერთო ანალიზი | 15 |
| გლუკოზა სისხლში | 10 |
| ქოლესტერინი ფრაქციებით-QBL1 | 65 |
| ქოლესტერინი საერთო | 15 |
| ტრიგლიცერიდები | 15 |
| კოაგულოგრამა | 35 |
| პროთრომბინის ინდექსი | 10 |
| INR | 10 |
| სისხლის შედედების დრო | 10 |
| ღვიძლის ფუნქციური სინჯები-QBL2 | 75 |
| ასპარტარტამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში | 15 |
| გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში | 15 |
| ALP ტუტე ფოსფატაზა | 15 |
| საერთო ცილა | 15 |
| ცილის ფრაქციები | 15 |
| ალბუმინი | 15 |
| კრეატინინი სისხლში | 15 |
| შარდოვანა | 15 |
| ამილაზა | 15 |
| ელექტროლიტები | 40 |
| K კალიუმის განსაზღვრა სისხლში | 15 |
| Na ნატრიუმის განსაზღვრა სისხლში | 15 |
| MG მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში | 15 |
| Ca კალციუმის განსაზღვრა სისხლში | 15 |
| Fe რკინის განსაზღვრა სისხლის შრატში | 15 |
| ტროპონინი თვისობრივი / ტროპონინი რაოდენობრივი | 25 |
| TSH თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში | 20 |
| FT4 თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში | 20 |
| FT3 ფარისებრი ჯირკვლის სხვა ჰორმონების განსაზღვრა სისხლში | 25 |
| “C” პეპტიდი | 25 |
| რევმატიული სინჯი:-QBL4 | 30 |
| “C” რეაქტიული ცილა | 20 |
| რევმატიული ფაქტორი | 6 |
| ანტისტრეპტოლიზინი | 15 |
| რევმატული ფაქტორი | 10 |
| ფეხმძიმობის დიაგნოსტიკა-QBL5 | 15 |
| ჰეპატიტი HCV | 15 |
| ჰეპატიტი HbsAg | 15 |
| შიდსი HIV | 15 |
| იმუნოსეროლოგიური გამოკვლევა ათაშანგზე | 20 |
| ფარული სისხლდენის დიაგნოსტიკა | 15 |
| ჯგუფი და რეზუსი | 10 |
| ნარჩენი აზოტი | 10 |
| პროსტატის სეკრეტის მიკროსკოპული კვლევა | 25 |
| ურეთრის ნაცხი ბაქტერიოლოგიური კვლევა | 35 |
| ურეთრის ნაცხი მიკროსკოპული კვლევ | 20 |
| სპერმოგრამა | 35 |
| შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში | 15 |
| გლიკოზირებული ჰემოგლობინი | 30 |
| ჰემოგლობინი | 5 |
| ლეიკოციტები სისხლში | 6 |
| პროსტატის სეკრეტის ბაქტერიოლოგიური კვლევა | 40 |
| დიასტაზა შარდში | 15 |
| ჰემატოკრიტის მაჩვენებლის განსაზღვრა სისხლში | 6 |
| ერითროციტების რაოდენობის განსაზღვრა სისხლში | 6 |
| ლეიკოციტების განსაზღვრა სისხლში | 6 |
| საერთო ტესტოსტერონი | 25 |
| თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა სისხლში | 4 |
| სისხლის კლინიკური ანალიზი (თვალის საოპერაციო) | 5 |
| გლუკოზა დატვირთვით | 20 |
| APTT | 8 |
| ელექტროლიტური ბალანსის მაჩვენებლების განსაზღვრა სისხლში | 40 |
| შეთავსება | 5 |
| ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების განსაზღვრა (D-დიმერი) | 50 |
| საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში | 30 |
| ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში | 20 |