იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი
იმერმედი

თერაპია

 

,,იმერმედი“ – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი)-ში ფუნქციონირებს თერაპიული დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაში შედის თერაპიული და ნევროლოგიური განყოფილებები. დეპარტამენტი გაშლილია 23 საწოლზე და მოიცავს ასევე, პალიატიურ მოვლას, პულმონოლოგიას, ნეფროლოგიას, ენდოკრინოლოგიას და ალერგოლოგიას.

თერაპიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ექიმი თერაპევტი, პულმონოლოგი ნაირა ბოგვერაძე. თერაპიულ განყოფილებას – ექიმი თერაპევტი პიმენი ნემსაძე, ნევროლოგიურ განყოფილებას – ექიმი ნევროლოგი სოფიო ბუსკივაძე. პალიატიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს პალიატიური მედიცინის სპეციალისტი თემურ იმედაძე, დეპარტამენტის ექიმი ორდინატორია მედიცინის დოქტორი, ექიმი თერაპევტი იოსებ ნანეიშვილი.

დეპარტამენტში მორიგეობას ასრულებენ ექიმი თერაპევტები მზია აბაშიძე, მადონა კირკიტაძე, თინათინ ჩაფიძე.

დეპარტამენტის ვიწრო სპეციალობის ექიმი კონსულტანტებია ექიმი ალერგოლოგი ასოცირებული პროფესორი რუსუდან ხაჭაპურიძე, ექიმი ნეფროლოგი ზაზა მეგრელაძე, ექიმი ენდოკრინოლოგები ნინო ონიანი და მარიკა ჭუმბურიძე, ექიმი ონკოლოგი მაია ქურცილიძე.

ფუნქციონირებს ელექტროენცეფალოგრაფიის და სპიროგრაფიის კაბინეტი.

კლინიკის ცენტრალურ ლაბორატორიაში წარმოებს პაციენტებისათვის საჭირო კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, სეროლოგიური, მიკრობიოლოგიური და მოლეკულური ლაბორატორიული კვლევები.

კლინიკა აღჭურვილია როგორც სტაციონარული ასევე მობილური რენტგენოლოგიური და ულტრაბგერიტი დიაგნოსტიკის აპარატურებით. საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ხორციელდება კომპიუტერული მ.შ. ანგიოგრაფიული ტომოგრაფიული კვლევა.

დეპარტამენტი განთავსებულია მეოთხე სართულზე, კეთილმოწყობილია, ყველა პალატას გააჩნია ინდივიდუალური სანიტარული კვანძი, ტელევიზორი, მედპერსონალის გამოძახების პალატა.

პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან კვებით, ჰიგიენური საშუალებებით და თეთრეულით.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება პროგრამის მოსარგეებლეების შესაბამისი სტატუსიდან გამომდინარე თანაგადახდის წილობრივი მონაწილეობით.

„იმერმედი“ გისურვებთ ჯანმრთელობას.

 

მომსახურეობის დასახელება ღირებულება ლარი
ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი 500
გარდამავალი ცერებრული იშემიური შეტევა - დაუზუსტებელი 627
თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი 966
თავის ტვინის სხვა სისხლძარღვოვანი სინდრომები ცერებროვასკულური 500
გიენ-ბარეს სინდრომი 1017
პნევმონია 790
მწვავე ბრონქიტი- დაუზუსტებელი 598
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობა გამწვავებით- დაუზუსტებელი 727
მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი 864
საშარდე გზების ინფექცია- დაუზუსტებელი ლოკალიზაციის 748
არასტაბილური სტენოკარდია 425
მუცლისა და მენჯის ტკივილი (ძლიერი ტკივილი- რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას) 400
გულისრევა და პირღებინება (0-5 წელი) 618
მწვავე ბრონქიოლიტი- დაუზუსტებელი (N1.3 დანართის მოსარგებლეებისთვის) 891
გულის უკმარისობა (გულის ქრონიკული უკმარისობა III ან IV კლასი NYHA კლასიფიკაციით) 629
გულყრის შემდგომი სტაციონარული დაკვირვება 711
ბაქტერიული მენინგიტი 2300
ბაქტერიული მენინგოენცეფალიტი 2300
ვირუსული მენინგიტი 750
ვირუსული მენინგოენცეფალიტი 3000
მწვავე ვირუსული ჰეპატიტი 1500
ბოტულიზმი 1400
სხვა საკვებისმიერი ინტოქსიკაციები 250
ნაწლავთა ინფექციები მიმდინარე ჰემოკოლიტით 800
სხვა ნაწლავთა ინფექციები 380
სხვა ბაქტერიული ინფექციები 880
ჰემორაგიული ცხელებები 1400
ჰერპესვირუსული ინფექციები 1100
სხვა ვირუსული ინფექციები 550
პარაზიტოლოგია 1200
თავის ტვინის შერყევა -/-კონსერვატული მკურნალობა 420
ცხვირიდან სისხლდენა 210
გულყრის შემდგომი სტაციონარული დაკვირვება 711