იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი
იმერმედი

მთავარი | ჩვენს შესახებ

შპს ,,იმერმედი’’-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი  (თერჯოლამედი)-მა ფუნქციონირება  დაიწყო 2017  წლის  17 ივნისს ქ. თერჯოლაში, 35 საწოლით და შეზღუდული სერვისებით. თუმცა, ამჟამად მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი გაშლილია  100  საწოლზე, მაქსიმალური სიმძლავრე განისაზღვრება 125 საწოლით.  

ფუნქციონირებს: 

მიმღები და გადაუდებელი მედიცინის, 

 ქირურგიული (ზოგადი ქირურგია, ბავშვთა ქირურგია, ნეიროქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ონკოქირურგია, ენდოკრინული ქირურგია, მამოლოგია, უროლოგია, პროქტოლოგია, გინეკოლოგია,  ლაპარასკოპიული  ქირურგია და ტრავმატოლოგია-ორთოპედია, ოტო-რინო-ლარინგოლოგია, ოფთალმოლოგია),  

კარდიოლოგიური (ინტენსიური კარდიოლოგია, ანგიო-კარდიოგრაფიული ლაბორატორია, არითმოლოგია, ელექტრო-კარდიოგრაფიული და ექო-კარდიოგრაფიული დიაგნოსტიკა),  

თერაპიული (ენდოკრინოლოგია, ალერგოლოგია, ნეფროლოგია, ნევროლოგია, პედიატრია, პალიატიური მოვლა),  

ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის (მწვავე დიალიზი),   

პოლიკლინიკური (ანტირაბიული და გეგმიური ვაქცინაციის, გინეკოლოგიური, პედიატრიული, თერაპიული, ოჯახის ექიმის, ოტო-რინო-ლარინგოლოგიის, კარდიოლოგიის, ოფთალმოლოგიის, ანგიოლოგიის, დერმატო-ვენეროლოგიის, ონკოლოგიის, უროლოგიის, ფსიქიატრიული, ქირურგიული, ორთოპედია-ტრავმატოლოგიური, უროლოგიური, ნევროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, სტომატოლოგიური, ნეფროლოგიური, ბავშვთა ნევროლოგიის, მამოლოგიის და ინფექციურ სნეულებათა კაბინეტები), 

დიაგნოსტიკური  (კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, სეროლოგიური, მოლეკულური და მიკრო-ბიოლოგიური ლაბორატორია, დატვირთვის ტესტი, 24 საათიანი ჰოლტერი, ეეგ, სპიროგრაფია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, დოპლეროგრაფია, დენტალური რენტგენოლოგია, რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, კოლონოსკოპია, კოლპოსკოპია, ბრონქოსკოპია, გასტრო-ფიბროსკოპია)  დეპარტამენტები,  

ინფექციური განყოფილება, 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი (მწვავე ფსიქიკური აშლილობების მკურნალობა, სათემო ფსიქიატრიული სამსახური, მობილური ფსიქიატრიული გუნდი, ნარკოლოგია (ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედებით გამოწვეული ფსიქოზური აშლილობების მკურნალობა), 

მეორე დონის სამშობიარო სახლი, 

 სასწრაფო და რეფერალური დახმარების სამსახური (სამი ერთეული სპეცმანქანა) 

 გეგმიური დიალიზის ცენტრი , 

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა, 

ავტორიზებული აფთიაქი, 

ოპტიკის სალონი, 

    ამჟამად, კლინიკა ფუნქციონირებს ჰიბრიდულ რეჟიმში, ხორციელდება როგორც კოვიდ-ინფიცირებულთა, ასევე არაკოვიდინფიცირებულ პაციენტთა მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება. 

     კომპანიის სტრატეგია – მოსახლეობისათვის გეოგრაფიული, ფინანსური და კლინიკური ხელმისაწვდომობა, გვიძლიერებს სურვილს განვავითაროთ მუნიციპალურ დონეზე კვალიფიციური და მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება. 

     უკვე 1,5 წელია ტყიბულში ფუნქციონირებს ჩვენი საექიმო საკონსულტაციო ცენტრი, სადაც გეგმიური ამბულატორიული მომსახურება უტარდება სადაზღვევო კომპანია „უნისონში“ დაზღვეულ 1000 ბენეფიციარს. კერძოდ,  „საქნახშირში“ დასაქმებულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს.