იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი
იმერმედი

კარდიოლოგია

,,იმერმედი“ – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრ (თერჯოლამედი)-ში ფუნქციონირებს კარდიოლოგიური დეპარტამენტი რომელიც გაშლილია 8 საწოლზე და მოიცავს ასევე ინტენსიურ კარდიოლოგიას.

კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დღის ექიმი-კარდიოლოგი: გიორგი ბრეგაძე, უმცროსი ექიმი: ხიხაძე ლიკა, უფროსი მედდა: კობახიძე ასმათი, კოვიდ-ინტენსიურის კოორდინატორი

დეპარტამენტში მორიგეობას ასრულებენ ექიმი კარდიოლოგები: ბრეგაძე ვალერი, ბრეგაძე გიორგი, ცხადაძე ნინო და ფორჩხიძე მარინე

ასევე კლინიკაში ფუნქციონირებს კარდიო-ანგიოგრაფიული ლაბორატორია: ინტერვენციული კარდიოლოგიის სპეციალისტი: დუნდუა ბეგლარი, უმცროსი ექიმი ინტერვენციული კარდიოლოგი: ბრეგაძე გიორგი, მედდა: კობახიძე ასმათი, მედდა: ნიკოლაძე ლიკა.

კლინიკის ცენტრალურ ლაბორატორიაში წარმოებს პაციენტებისათვის საჭირო კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, სეროლოგიური, მიკრობიოლოგიური და მოლეკულური ლაბორატორიული კვლევები.

კლინიკა აღჭურვილია როგორც სტაციონარული ასევე მობილური რენტგენოლოგიური და ულტრაბგერიტი დიაგნოსტიკის აპარატურებით. საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ხორციელდება კომპიუტერული მ.შ. ანგიოგრაფიული ტომოგრაფიული კვლევა.

დეპარტამენტი განთავსებულია მეოთხე სართულზე, კეთილმოწყობილია, ყველა პალატას გააჩნია ინდივიდუალური სანიტარული კვანძი, ტელევიზორი, მედპერსონალის გამოძახების პალატა.

პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან კვებით, ჰიგიენური საშუალებებით და თეთრეულით.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება პროგრამის მოსარგეებლეების შესაბამისი სტატუსიდან გამომდინარე თანაგადახდის წილობრივი მონაწილეობით.

„იმერმედი“ გისურვებთ ჯანმრთელობას.