იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი
იმერმედი

ინფექციური

 

კლინიკა ,,იმერმედი“-ს ინფექციური განყოფილება გაშლილია 8 საწოლზე. განყოფილებაში ინტეგრირებულია ბავშვთა და მოზრდილთა სერვისები.

მ.წ. 15 მაისიდან განყოფილება ემსახურება კოვიდ-დაავადებულ პაციენტებს, ცალკე იზოლირებული მიმღებით და ტრიაჟის ოთახით.

განყოფილებას გააჩნია 1 ბოქსი, 1 ნახევარ ბოქსი და 3 ორ-ორ საწოლიანი ბოქსირებული პალატა.

მ.წ. 6 ოქტომბერს დასრულდა განყოფილების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ვენტილაცია ხორციელდება მაღალი სიმძლავრის ჰეპა-ფილტრებით. კეთილმოეწყო ყველა პალატა, რომელთაც გააჩნიათ ინდივიდუალური სანიტარული კვანძი, ტელევიზორი, მედპერსონალის გამოძახების პულტი.

განყოფილებას ხელმძღვანელობს ექიმი ინფექციონისტი მამუკა აბულაძე. განყოფილებაში მორიგეობას ასრულებენ ექიმი ინფექციონისტები ფიქრია ბერაძე და მაკა დიდბერიძე. განყოფილებას კონსულტაციას უწევს შიდსის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის ასოცირებული პროფესორი ექიმი ნეირო-ინფექციონისტი გაბრიელ (გია) დეისაძე.

პაციენტები უზრუნველყოფილია კვებით, ჰიგიენური საშუალებებით და თეთრეულით.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება პროგრამის მოსარგეებლეების შესაბამისი სტატუსიდან გამომდინარე თანაგადახდის წილობრივი მონაწილეობით.

 

„იმერმედი“ გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.

 

მომსახურეობის დასახელება ღირებულება ლარი
A27.8- A32.1- A39.0- A39.2- A39.4- A39.9- B45.1- G00 / ბაქტერიული მენინგიტი-INF00001  2300
A02.2- A27.8- A32.1- A39- G04.2 / ბაქტერიული მენინგოენცეფალიტი-INF00002  3200
A87- B00.3- B01.0- B02.1- B05.1- B26.1 / ვირუსული მენინგიტი-INF00003  750
A80- A83- A84- A85- A86- A87.2- B00.4- B01.1- B02.0- B05.0- B06.0- B26.2- G05.1* / ვირუსული მენინგოენცეფალიტი-INF00004  3000
A36.8- B02.2- B26.8- G61- G63.0 / ანთებითი პოლინეიროპათიები-INF00005  3800
B15.9- B16.1- B16.9- B17 / მწვავე ვირუსული ჰეპატიტი-INF00006  1500
B18.0- B18.1- B18.2- B18.9 / ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი − პათოლოგიური პროცესის მაღალი აქტივობით (სპეცმედიკამენტების გარეშე)-INF00007  850
B18.0- B18.1- B18.2- B18.9 / ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი ციროზით (მყარი ვირუსული პასუხის-svr მიუხედავად) სპეცმედიკამენტების გარეშე-INF00008  1200
B18.0- B18.1- B18.2- B18.9 / ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი ციროზით- ასციტით და/ან ენცეფალოპათიით- და/ან ჰეპატორენული სინდრომით (მყარი ვირუსული პასუხის - svr მიუხედავად) სპეცმედიკამენტების გარეშე-INF00009  3000
A05.1 / ბოტულიზმი-INF00010  1400
A05.0- A05.2- A05.3- A05.4- A05.8- A05.9 / სხვა საკვებისმიერი ინტოქსიკაციები-INF00011  250
A02.0- A03- A04.2- A04.3- A04.4- A04.5- A04.6- A04.7- A06.0- A06.2- A07.0- A09 / ნაწლავთა ინფექციები მიმდინარე ჰემოკოლიტით-INF00012  800
A00- A01- A02- A03- A04- A06.0- A06.1- A06.2- A06.9- A07- A08- A09- / სხვა ნაწლავთა ინფექციები-INF00013  380
A06.4- B01.8- A20- A21- A22- A24- A25- A26- A27- A28- A32- A35- A36- A37- A38- A46- A48.1- A48.2- A49- A68- A69- A70-A74- A75-A79- B05.2- J03- L02 / სხვა ბაქტერიული ინფექციები-INF00014  880
J11.0- J10.0- J13-J18 / ბაქტერიული პნევმონია-INF00015  790
A91- A98- A99 / ჰემორაგიული ცხელებები-INF00016  1400
B00- B01.2- B01.8- B01.9- B02- B25- B27 / ჰერპესვირუსული ინფექციები-INF00017  1100
A82- B05.2- B05.9- B06- B08- B09- B26- B34- J05.0- J05.1- J06- J10- J11- J12 / სხვა ვირუსული ინფექციები-INF00018  550
R50- R50.9 / დაუზუსტებელი ცხელება – ჰიპერპირექსია- რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული-INF00019  1200
A40- A41- A49.8- A49.9- A22.7- A24.1- A26.7- A28.2- A32.7- A54.8- B00.7- B37.6- B37.7- I33- I39.8- T80.2- T81.4- T88.0- A39.1 / სეფსისი-INF00020  3420
A06- A07- A23- B50-დან B55-ის ჩათვლით- B65-დან B67-ის ჩათვლით- B75 / პარაზიტოლოგია-INF00021  1200