,,იმერმედი“ – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი)-ში ფუნქციონირებს თერაპიული დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაში შედის თერაპიული და ნევროლოგიური განყოფილებები. დეპარტამენტი გაშლილია 23 საწოლზე და მოიცავს ასევე, პალიატიურ მოვლას, პულმონოლოგიას, ნეფროლოგიას, ენდოკრინოლოგიას და ალერგოლოგიას.
თერაპიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ექიმი თერაპევტი, პულმონოლოგი ნაირა ბოგვერაძე. თერაპიულ განყოფილებას – ექიმი თერაპევტი პიმენი ნემსაძე, ნევროლოგიურ განყოფილებას – ექიმი ნევროლოგი სოფიო ბუსკივაძე. პალიატიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს პალიატიური მედიცინის სპეციალისტი თემურ იმედაძე, დეპარტამენტის ექიმი ორდინატორია მედიცინის დოქტორი, ექიმი თერაპევტი იოსებ ნანეიშვილი.
დეპარტამენტში მორიგეობას ასრულებენ ექიმი თერაპევტები მზია აბაშიძე, მადონა კირკიტაძე, თინათინ ჩაფიძე.
დეპარტამენტის ვიწრო სპეციალობის ექიმი კონსულტანტებია ექიმი ალერგოლოგი ასოცირებული პროფესორი რუსუდან ხაჭაპურიძე, ექიმი ნეფროლოგი ზაზა მეგრელაძე, ექიმი ენდოკრინოლოგები ნინო ონიანი და მარიკა ჭუმბურიძე, ექიმი ონკოლოგი მაია ქურცილიძე.
ფუნქციონირებს ელექტროენცეფალოგრაფიის და სპიროგრაფიის კაბინეტი.
კლინიკის ცენტრალურ ლაბორატორიაში წარმოებს პაციენტებისათვის საჭირო კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, სეროლოგიური, მიკრობიოლოგიური და მოლეკულური ლაბორატორიული კვლევები.
კლინიკა აღჭურვილია როგორც სტაციონარული ასევე მობილური რენტგენოლოგიური და ულტრაბგერიტი დიაგნოსტიკის აპარატურებით. საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ხორციელდება კომპიუტერული მ.შ. ანგიოგრაფიული ტომოგრაფიული კვლევა.
დეპარტამენტი განთავსებულია მეოთხე სართულზე, კეთილმოწყობილია, ყველა პალატას გააჩნია ინდივიდუალური სანიტარული კვანძი, ტელევიზორი, მედპერსონალის გამოძახების პალატა.
პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან კვებით, ჰიგიენური საშუალებებით და თეთრეულით.
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება პროგრამის მოსარგეებლეების შესაბამისი სტატუსიდან გამომდინარე თანაგადახდის წილობრივი მონაწილეობით.
„იმერმედი“ გისურვებთ ჯანმრთელობას.
მომსახურეობის დასახელება | ღირებულება ლარი |
---|---|
ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი | 500 |
გარდამავალი ცერებრული იშემიური შეტევა - დაუზუსტებელი | 627 |
თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი | 966 |
თავის ტვინის სხვა სისხლძარღვოვანი სინდრომები ცერებროვასკულური | 500 |
გიენ-ბარეს სინდრომი | 1017 |
პნევმონია | 790 |
მწვავე ბრონქიტი- დაუზუსტებელი | 598 |
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობა გამწვავებით- დაუზუსტებელი | 727 |
მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი | 864 |
საშარდე გზების ინფექცია- დაუზუსტებელი ლოკალიზაციის | 748 |
არასტაბილური სტენოკარდია | 425 |
მუცლისა და მენჯის ტკივილი (ძლიერი ტკივილი- რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას) | 400 |
გულისრევა და პირღებინება (0-5 წელი) | 618 |
მწვავე ბრონქიოლიტი- დაუზუსტებელი (N1.3 დანართის მოსარგებლეებისთვის) | 891 |
გულის უკმარისობა (გულის ქრონიკული უკმარისობა III ან IV კლასი NYHA კლასიფიკაციით) | 629 |
გულყრის შემდგომი სტაციონარული დაკვირვება | 711 |
ბაქტერიული მენინგიტი | 2300 |
ბაქტერიული მენინგოენცეფალიტი | 2300 |
ვირუსული მენინგიტი | 750 |
ვირუსული მენინგოენცეფალიტი | 3000 |
მწვავე ვირუსული ჰეპატიტი | 1500 |
ბოტულიზმი | 1400 |
სხვა საკვებისმიერი ინტოქსიკაციები | 250 |
ნაწლავთა ინფექციები მიმდინარე ჰემოკოლიტით | 800 |
სხვა ნაწლავთა ინფექციები | 380 |
სხვა ბაქტერიული ინფექციები | 880 |
ჰემორაგიული ცხელებები | 1400 |
ჰერპესვირუსული ინფექციები | 1100 |
სხვა ვირუსული ინფექციები | 550 |
პარაზიტოლოგია | 1200 |
თავის ტვინის შერყევა -/-კონსერვატული მკურნალობა | 420 |
ცხვირიდან სისხლდენა | 210 |
გულყრის შემდგომი სტაციონარული დაკვირვება | 711 |