კლინიკა ,,იმერმედი“-ში 2020 წლიდან ფუნქციონირებს „ვასილ ვერულაშვილის სახელობის სამშობიარო სახლი“, მეორე დონის პერინატალური მედიცინის ცენტრი. სამშობიარო სახლის ხელმძღვანელია ექიმი მეან-გინეკოლოგი სალომე თურმანიძე, ქალთა კონსულტაციას და გინეკოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს ექიმი მეან-გინეკოლოგი, მ.დ. ბაკური სალდაძე, ნეონატოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს ექიმი ნეონატოლოგი, პედიატრი მაია კვეტენაძე. განყოფილებაში ინტეგრირებულია ახალშობილთა მოვლისა და სპეცმოვლის სერვისები.
ფუნქციონირებს სამეანო ულტრაბგერის კაბინეტი, ახალშობილთა ნეიროსონოსკოპიის, კარდიოექოსკოპიის და სმენის სკრინინგის კაბინეტები.
ადგილზე წარმოებს ახალშობილთა ვაქცინაცია.
კლინიკის ცენტრალურ ლაბორატორიაში წარმოებს ორსული, მელოგინის, გინელოლოგიური პაციენტისა და ახალშობილისთვის საჭირო კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, სეროლოგიური, მიკრობიოლოგიური და მოლეკულური ლაბორატორიული კვლევები.
საჭიროების შემთხვევაში ახალშობილთა რენტგენოლოგიური კვლევა ხორციელდება ნეონატალური რენტგენო-აპარატით.
სამშობიარო სახლი კეთილმოწყობილია, ყველა პალატას გააჩნია ინდივიდუალური სანიტარული კვანძი, ტელევიზორი, მედპერსონალის გამოძახების პალატა.
დედა და ახალშობილი (ხელოვნური კვების შემთხვევაში) უზრუნველყოფილია კვებით, ჰიგიენური საშუალებებით და თეთრეულით.
სურვილის შემთხვევაში მამას შეუძლია შესაბამისი უსაფრთხოებისა და ეპიდემიოლოგიური ზომების დაცვით დაესწროს როგორც მშობიარობის პროცესს, ასევე იმყოფებოდეს ინდივიდუალურ პალატაში დედასთან და ახალშობილთან ერთად.
ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე მყოფ ორსულებს ანტენატალური კომპონენტის ფარგლებში უფასოდ უტარდება ყველა სახის საჭირო კონსულტაცია და კვლევები.
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგეებლეები მშობიარობის ან საკეისრო კვეთის (ჩვენების მიხედვით) თანხას ან რაიმე დანამატს არ იხდიან.
მშობიარობის შემდეგ დედებს და ჩვილებს გაწერიდან 26 დღის მანძილზე მეან-გინეკოლოგისა და ნეონატოლოგის კონსულტაცია უტარდება უფასოდ.
სამშობიარო სახლთან ფუნქციონირებს დედების კლუბი, სადაც მომავალ დედებს უტარდებათ ლექციები ახალშობილთა მოვლაზე, ძუძუთი კვების უპირატესობაზე და ა.შ.
„იმერმედი“ უსურვებს ყველა ოჯახს გამრავლებას. ჯანმრთელ მომავალს და ბედნიერებას.
მომსახურეობის დასახელება | ღირებულება ლარი |
---|---|
ფიზიოლოგიური მშობიარობა | 500 |
საკეისრო კვეთა | 800 |
გინეკოლოგის კონსულტაცია | 40 |
ორსულობის ულტრაბგერითი გამოკვლევა (გესტაციური ასაკის 12 კვირა ან შემდეგ) ნაყოფის ბაზისური გამოკვლევა | 30 |
ულტრაბგერითი გამოკვლევა ადრეულ ორსულობისას (12 კვირამდე ბოლო მესტრუაციის შემდეგ) | 25 |
მცირე მენჯი (საშვილოსნო + საკვერცხეები) | 20 |
მცირე მენჯი (ტრანსვაგინალურად) | 30 |
ორსულობის დადგენა | 30 |
ნაყოფის დათვალიერება | 40 |