ბავშვის ჯანმრთელობა – საიმედო ფუნდამენტია მის მომდევნო ზდასრულ ცხოვრებაში.
ამიტომ ვისაუბრებ ძალიან აქტუალურ თემაზე – ხშირად მოავადე ბავშვები. დიდი მნიშვნელობა აქვს არა ავადობის სიხშირეს, არამედ მის სიმძიმეს. თუ ბავშვი დამოუკიდებლად, გართულების გარეშე, უმკლავდება მწვავე რესპირატორულ დაავადებებს, შეგვიძლია არ ვინერვიულოთ. მხოლოდ ექიმს შეუძლია დაასკვნას ხშირად მოავადეა თუ არა ბავშვი ანამნეზისა და ბავშვის გასინჯვის საფუძველზე.
ხშირად, მოავადე ბავშვები უნდა იმყოფებოდნენ პედიატრის, ყელ-ყურის და, ზოგ შემთხვევაში, ალერგოლოგისა და იმუნოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ხშირად მოავადე ბავშვების 42-58% აქვს ყელ-ყურის ქრონიკული დაავადებები და 30%-ს ამ ბავშვებიდან აქვს ალერგია.
კრიტერიუმები რომლთა მიხედვითაც ბავშვი შეიძლება ჩაითვალოს ხშირად მოავადედ
- წლამდე ბავშვები, რომლებიც 4 ჯერ და მეტჯერ ავადდებიან მწვავე რესპირატორული დაავადებებით;
- 3 წლამდე ბავშვები, რომლებთანაც მწვავე რესპირატორული დაავადებების სიხშირე წელიწადში 6 და მეტია;
- 4-5 წლის ბავშვები, რომლებთანაც მწვავე რესპირატორული დაავადებების სიხშირე წელიწადში 5 და მეტია;
- და 5 წელზე უფროსი ბავშვები, რომლებთანაც მწვავე რესპირატორული დაავადებების ეპიზოდები 4ს აღემატება;
- ითვლება, რომ სკოლამდელი ბავშვებისთვის, რომლებიც დადიან ბაღში, მწვავე რესპირატორული დაავადებების 8-მდე ეპიზოდიც კი არ არის საგანგაშო.
არსებობს რამდენიმე მიზეზი ბავშვების ხშირი ავადობისა
- იმუნური სისტემის ფიზიოლოგიური მოუმწიფებლობა;
- ნესტიანი და ცუდად ვენტილირებადი საცხოვრებელი სახლი;
- ხალხმრავალ ადგილებში და საბავშვო დაწესებულებებში ხშირი ყოფნა;
- არასწორი და არასაკმარისი კვება;
- მწვავე რესპირატორული დაავადების არასწორი მკურნალობა;
- ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება;
- ალერგიის არასწორი მკურნალობა;
- გადატანილი მძიმე ინფექციური დაავადებები;
- ჭიებითინვაზია;
- საცხოვრებელი ადგილი: ქალაქში ხშირად მოავადე ბავშვების რაოდენობა 2-4 ჯერ მეტია ვიდრე სოფელში;
- სტრესი.
ხშირად ავადობის პროფილაქტიკა მოიცავს
- დღის რაციონალური რეჟიმი: სრულფასოვანი ძილი, სისტემატური გასეირნება, აუცილებელი დღის ძილი და დასვენება, გადაღლის და გადაციებს გამორიცხვა.
- ტელევიზორთან და კომპიუტერთან გატარებული დროის შეზღუდვა.
- რაციონალური კვება. მრავალფეროვანი, კალორიებითა და ნუტრიენტებით მდიდარი ოპტიმალური რაოდენობის საკვები. აუცილებელია ხილის და ბოსტნეულის გამოყენება, ალერგიისადმი მიდრეკილების გათვალისწინებით.
- ტემპერატურის კონტროლი. ოთახისთვის ოპტიმალურად ითვლება 18-20 გრადუსი ტემპერატურა, ღამით 2-4 გრადუსით დაბალი.
- ბავშვის ტანსაცმელი უნდა შეეფერებოდეს ჰაერის ტემპერატურას და წელიწადის დროს.
- გაკაჟება. რეკომენდირებულია გაკაჟება დავიწყოთ დაბადებიდან პირველივე დღეებში – ჰაერის აბაზანები გამოცვლისას, ტანვარჯიშისას და ბანაობისას. 2-3 გრადუსით გრილი წყლის გადავლება ბანაობის შემდეგ 2-3 ჯერ კვირაში. 2 წლიდან შეგვიძლია დავიწყოთ ტერფების დაბანა გრილი წყლით.
- დოზირებული ფიზიკური დატვირთვა, მასაჟი, და სამკურნალო ფიზკულტურა.
- ინდივიდუალური მიდგომა ვაქცინაციისადმი.
არ არის საჭირო განგაშის ატეხვა, თუ თქვენი ბავშვი მოხვდა ხშირად მოავადე ბავშვების რიცხვში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს არ არის დიაგნოზი და თუ თქვენ მიყვებით სპეციალისტების რჩევებს, მიმართავთ პროფილაქტიკის მეთოდებს, იქნებით მზრუნველი და მომთმენი მშობელი, თქვენი ბავშვი დროთა განმავლოვაში გახდება ჟანმრთელი.
დეტალური ინფორმაციისთვის ან კონსულტაციეზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე +995598244400 ან დაგვიტოვეთ შეტყობინება ვებგვერდზე.
გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენ და თქვენს პატარას.